საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს
საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსი ტარდება უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის (შემდგომში ცენტრი): ა) დირექტორის, ბ) მიწის, წყლისა და ტყის რესურსების შესწავლისა და გამოყენების განყოფილების გამგის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და გ) მინერალური და ენერგეტიკული რესურსების შესწავლისა და გამოყენების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობების დასაკავებლად 2011 წლის 28 ივლისიდან 4 წლის ვადით.
I. საკონკურსო პირობები
1. ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, ვისაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;
2. ცენტრის მიწის, წყლის, ტყისა და ეკოლოგიის განყოფილების გამგის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, ვისაც აქვს დოქტორის აკადემიური, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.
3. ცენტრის მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, ვისაც აქვს დოქტორის აკადემიური, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ან არის დოქტორანტი.
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ცენტრის სამეცნიერო საბჭოში უნდა წარადგინოს: ა) სათანადო განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს კონკურსანტის ჩვ, ავტობიოგრაფია და მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ასლი); ბ) პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი); გ) 2 ცალი ფოტოსურათი 3X4.
5. ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე პირებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამოქმედო პროგრამა; ცენტრის სამეცნიერო თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე პირებმა _ ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა, ხოლო ცენტრის მიწის, წყლის, ტყისა და ეკოლოგიის განყოფილების გამგის თანამდებობის დაკავების მსურველმა _ განყოფილების განვითარების საკუთარი ხედვა.
II. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები
1. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება და დამატებითი ინფორმირება იწარმოებს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივნის მიერ 2011 წლის 1-დან 15 ივლისის ჩათვლით, ყოველდღე (დასვენებისა და უქმე დღეების გარდა) 1030 საათიდან 1500 საათამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ფალიაშვილის ქ. 87, III სართული, ოთახი #315 ტელ.: 2 22 32 16.
2. არჩევნები ჩატარდება 2011 წლის 26 ივლისს, 1100 საათზე. იმავე დღეს მოხდება სამეცნიერო საბჭოს მიერ კონკურსის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცება და შედეგები გამოქვეყნდება ცენტრის საინფორმაციო დაფაზე.
3. კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2011 წლის 28 ივლისიდან 4 წლის ვადით.
III. კონკურსის ჩატარების წესი
1. კონკურსი ჩატარდება ცენტრის დებულების შესაბამისად, რომელსაც კონკურსანტი გაეცნობა ცენტრის სამეცნიერო საბჭოში.
2. კონკურსანტთა კანდიდატურების განხილვისას, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ, გათვალისწინებულ იქნება: მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამა/ხედვა, ასევე მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების, კომპეტენტურობისა და რეპუტაციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან.
3. კონკურსის შედეგის გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
-