02-08-2017
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, "ევროპული აკადემია გადასახადების, ეკონომიკისა და სამართლისათვის" (European Academy for Taxes, Economics and Law) ჩაატარებს შემდეგ ტრენინგ-სემინარებს:
1. როგორ შევქმნათ სამართლებრივი ხელშეკრულებები კვლევისა და განვითარების
პროექტებისთვის (How to Design Research & Development Contracts in Practice)
სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- როგორ გავუმკლავდეთ R&D ხელშეკრულებების ასპექტებს, როგორებიც არის:
-
დამატებითი შეთანხმებები, კონფიდენციალობა, ლიცენზია?
- ძირითადი საკითხები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ მემორანდუმის შედგენის
-
დროს (Memorandum of Understanding)
- როგორ შევადგინოთ გარიგებები ლიცენზიებისა და ტექნოლოგიების გადაცემისთვის?
- როგორ შევთანხმდეთ ხელშეკრულების პირობებზე, რათა შემდგომი დავა ავიცილოთ
-
თავიდან?
- როგორ გავუმკლავდეთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ
-
საკითხებს?
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს.
სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
ბმული.
2. საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის დაფინანსების სტრატეგიები და წყაროები
(Funding Strategies & Sources for International Research Cooperation)
სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- როგორ მივიღოთ წვდომა საერთაშორისო და ევროპულ დაფინანსების წყაროებზე?
- როგორ წავახალისოთ კვლევის კომერციალიზაცია, მეწარმეობა და ინოვაცია საკუთარ
-
ორგანიზაციაში?
- როგორ შევქმნათ დაფინანსების სტრატეგიები და როგორ მოვემზადოთ საერთაშორისო
-
კვლევითი დაფინანსებისთვის?
- როგორ შევიმუშაოთ დაფინანსების მოპოვების სტრატეგია?
- როგორ ვითანამშრომლოთ წარმატებულად განვითარებადი ქვეყნების უნივერსიტეტებთან და კვლევით ინსტიტუტებთან?
- რა დაფინანსების წყაროებია ხელმისაწვდომი აშშ-ში და როგორ გამოვიყენოთ ისინი
-
ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ?
- როგორ გამოვიყენოთ კერძო ფონდების წყაროები?
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 25-26 სექტემბერს.
სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
ბმული.
3. კვლევითი და სამეცნიერო კომუნიკაცია (Research and Science Communication)
სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- ვინ არის თქვენი აუდიტორია?
- როგორ მივაწვდინოთ სათქმელი სხვადასხვა აუდიტორიას?
- რა სახის გამოწვევებს ვაწყდებით სამეცნიერო კომუნიკაციაში?
- როგორ ვისაუბროთ კვლევაზე სოციალურ მედია საშუალებებში?
- როდის და რამდენად ხშირად ვისარგებლოთ სოციალური მედია საშუალებებით?
- როგორ გავზომოთ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობა?
- როგორ მივიპყროთ საერთაშორისო მედია საშუალებების ყურადღება?
- როგორ დავამკვიდროთ ევროპული საკომუნიკაციო ქსელი?
- როგორ უნდა ითანამშრომლოს ფაკულტეტმა მკვლევრებთან?
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 12-13 ოქტომბერს.
სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
ბმული.
4. სახელმწიფო დახმარება კვლევისთვის, განვითარებისა და ინოვაციისთვის (State Aid for Research, Development and Innovation)
სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- Union Framework-ის პრაქტიკული გამოყენება კვლევებისთვის, განვითარებისა და
-
ინოვაციის სფეროებისთვის (RDI)
- რომელი ასპექტებია განსაკუთრებით ღირებული RDI სახელმწიფო დახმარებისთვის
-
GBER-ის (General Block Exemption Regulation) მიხედვით?
- როგორ განვასხვავოთ სწორად ეკონომიკური და არაეკონომიკური აქტივობები?
- როგორ მოვარგოთ ლიცენზიები და ინტელექტუალური საკუთრება სახელმწიფო
-
დახმარების კანონს?
- როგორ შევაფასოთ კერძო სექტორთან თანამშრომლობა სახელმწიფო დახმარების
-
კანონის მიხედვით?
- რა გავლენა აქვს სახელმწიფო დახმარების რეგულაციებს RDI ინფრასტრუქტურისა და
-
ტექნოლოგიური პარკების დაფინანსებაზე?
- როგორ მოვემზადოთ RDI პროექტების ფინანსური აუდიტისთვის?
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 26-27 ოქტომბერს.
სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
ბმული.
5. ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი ევროპის კვლევისა და განვითარების ფონდში (Financial Accounting and Audit in European Research & Development Funding)
ინტერაქტიულ სემინარზე განხილული იქნება ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ევროკავშირის კვლევითი პროექტების ფინანსურ მენეჯმენტში შესული ცვლილებები.
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს.
სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
ბმული.
6. კვლევისა და კვლევის ხარისხის შეფასება (Research Evaluation & Assessing Research Quality)
სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- როგორ გავხადოთ კვლევის შეფასების პრაქტიკა ეფექტური ჩვენს დაწესებულებაში?
- როგორ უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობები და პრიორიტეტები დაინტერესებულ მხარეებს შორის?
- კვლევის შეფასების რომელი მაჩვენებლებია ყველაზე ეფექტური?
- რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ კვლევის შედეგების გაზომვისას?
- როგორ შევაფასოთ კვლევის გავლენა საზოგადოებაზე და როგორ გავხადოთ ეს შედეგები ხილული?
- რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდოლოგიები კვლევისა და მისი გავლენის შეფასებისთვის?
სემინარი ჩატარდება 2018 წლის 19-20 მარტს. აღწერილობა იხილეთ
ბმულზე.
სემინარებში მონაწილეობის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
აქ.
სიახლეებში დაბრუნება