27-07-2017
31 ივლისიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში (დეპარტამენტის უფროსი - პროფ. ნოდარ ფოფორაძე) იწყება "ძვირფასი ლითონების შემფასებელთა მომზადების კურსი" (დასაწყისი - 10:30 სთ.).
აღსანიშნავია, რომ კურსები მუდმივმოქმედია და ყოველთვიურად ტარდება.
საჭირო საბუთები:
1. ფოტოსურათი 3X4, 2 ცალი;
2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
3. დიპლომის ქსეროასლი;
4. CV ან ავტობიოგრაფია.
მისამართი: 0175, საქართველო, თბილისი, კოსტავას 77, III კორპუსი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, ოთახი 308ა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 238-25-88, 577 42-83-47, 593 27-24-65.
სიახლეებში დაბრუნება