გლობალური თანამშრომლობის მიზანია წყალთან დაკავშირებულ საკითხებში ხელი შეუწყოს ქვეყნების წყლის მენეჯმენტის მდგრად განვითარებას და დანერგოს წყლის მდგრადი განვითარების პრინციპები; აღმოაჩინოს ხარვეზები და წაახალისოს პარტნიორები მათ ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე (მატერიალური და ა.შ.); განავითაროს ლოკალური, ეროვნული, რეგიონული ან მდინარის აუზის დონეებზე წყლის რესურსების მდგრადი მენეჯმენტი. წყლის გლობალური თანამშრომლობის ასოციაციის მოკლე ისტორია 1996 წელს საერთაშორისო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის საერთშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ინიციატივით შეიქმნა წყლის გლობალური თანამშრომლობა (GWP). მისი მიზანია სიცოცხლისუნარიანობის განვითარებისთვის წყლის მართვის საკოორდიანციო ორგანიზაციის შექმნა. |