საზეიმო გამოსაშვები საღამო და დიპლომების დაცვა დიზაინის საერთაშორისო სკოლაში
12-07-2017
15 ივლისს, 19:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში დიზაინის პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების საზეიმო გამოსაშვები საღამო და დიპლომების დაცვა გაიმართება.
სკოლის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ კვალიფიკაცია "ხელოვნების ბაკალავრი დიზაინში".