07-06-2011
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ოთხშაბათს, 16:00 საათზე, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, სტუდენტთა დამატებითი ინფორმირების მიზნით გაიმართება მორიგი შეხვედრა სტუ-ს რექტორატისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, რათა სტუდენტებს დამატებით მიეწოდოთ კომპეტენტური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრის ორგანიზატორია სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა. დასწრება თავისუფალია.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ სტუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას.
სიახლეებში დაბრუნება