მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ირანული დელეგაცია სტუ-ში

ირანული დელეგაცია სტუ-ში

06-06-2011
                                                                                                            ირანული დელეგაცია სტუ-ში
 
6 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ მარშდადის ფირდოუსის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაცია.
 
სტუმრები მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გია არაბიძემ. მან ირანელებს დაათვალიერებინა და გააცნო ენერგომომარაგების აუდიტის, მობიულური კავშირგაბმულობის, მაღალი ძაბვის, შნეიდერ ელექტრიკის ლაბორატორიები.სტუმრებმა დაათვალიერეს კორპუსში არსებული ბიბლიოთეკა.
 
აღსანიშნავია, რომ ფირდოუსის სახელობის უნივერსიტეტის 17 ფაკულტეტზე 20 000 სტუდენტი სწავლობს. შეხვედარზე ისაუბრეს სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე და დასახეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11