მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საინფორმაციო ცენტრი

საინფორმაციო ცენტრი

06-06-2011
    
                                                                                                სტუ-ში პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
 
6 ივნისს, სტუ-ში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი გახსნეს.
პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი, დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის და მომავალ სტუდენტებს შესაბამის კოლეჯებში სასურველ პროგრამებზე და პროფესიებზე არეგისტრირებს. საინფორმაციო ცენტრში არის  დამსაქმებელთა მონაცემთა ბაზა, სადაც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ და დასაქმდნენ.
სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა დასახმარებლად, ქვეყნის მაშტაბით სამი ასეთი საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა: თბილისში, ქობულეთსა და ქუთაისში. ცენტრი თანამედროვე ტექნიკით, საჭირო ინვენტარითა და მონაცემთა ბაზებით არის აღჭურვილი.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11