კომერციალიზაციის პრობლემების გადასაჭრელად
23 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აშშ მისური-კოლუმბიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმირ ლიხოლეტოვი და აშშ ნიუ-იორკ - ბინგამტონის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ინოვაციური თანამშრომლობის სამსახურის დირექტორი იუჯინ კრენსელი ეწვივნენ. მათ სამეცნიერო შედეგების კომერციალიზაციის პრობლემებზე ისაუბრეს.
უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის (STCU) დახმარებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სამსახურის თანამშრომლები კომერციალიზაციის პროფილით ტრეინინგს გაივლიან.