22-06-2017
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართელოს სტუდენტების ინიციატივით, საქართველოში ტარდება პირველი ბიო-ჰაკატონი, რაც გულისხომს ბიოლოგიის, მედიცინის, გარემოს დაცვის მიმართულებით პროექტების შექმნას პროგრამირების გამოყენებით, უწყვეტად 24 საათის განმავლობაში.
პროგრამირებით და ბიოლოგიის, მედიცინის, გარემოს დაცვის მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეები და სტუდენტები ამ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენ
ვებგვერდზე.
დასარეგისტირებლად მსურველებმა უნდა შექმნან 2 - 4 წევრიანი გუნდი, დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნულ
ვებგვერდზე და 1 ივლისს, 10 საათიდან მოვიდნენ ტექნოპარკში (შემდეგ მისამართზე: ინოვაციების ქუჩა #7).
პირველ ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება 2000 ლარით, ხოლო მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული კონკურსანტები მიიღებენ საჩუქრებს.
აღნიშნულ ღონისძიებას მხარდაჭერას უცხადებს:
• აშშ საელჩო
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების მართვის საინფორმაციაო სისტემა (EMIS)
• საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო
• სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი -საქართველო(SDSU-G), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)
• კომპანია Microsoft
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შესაბამისი
ვებვერდი.
სიახლეებში დაბრუნება