20-06-2017
ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) მენეჯმენტის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებად ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე "მეწარმეობა და მარკეტინგი".
პროგრამის ხანგრძლივობა მოიცავს 4 სემესტრს (18 თვეს), 2017 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2019 წლის 30 ივნისამდე. კურსდამთავრებულს ენიჭება მეცნიერების მაგისტრის წოდება.
ფინანსური მხარდაჭერა:
სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ევროკავშირის თანადაფინანსებით პროგრამას, რაც ითვალისწინებს პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტის ფინანსურ მხარდაჭერას ყოველთვიური სტიპენდიის სახით - სასწავლო პერიოდში სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურად 1200 პოლონურ ზლოტს (დაახლოებით 300 ევროს), რაც ფარავს სწავლის პერიოდში ცხოვრებისა და კვების ხარჯებს.
მთელი სწავლის პერიოდში - 18 თვის განმავლობაში - სტიპენდიის სახით მიღებული თანხა შეადგენს დაახლოებით 5400 ევროს (21600 პოლონური ზლოტი).
სწავლის გადასახადი:
სემესტრში - 800 ევრო; შესაბამისად, 4 სემესტრის განმავლობაში - 3200 ევრო.
მოითხოვება:
ბაკალავრის დიპლომი და ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი.
მათ, ვისაც არ აქვთ ინგლისური ენის შესაბამისი სერტიფიკატი, ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სთავაზობს 2-კვირიან (60 საათიან) ინტენსიურ მოსამზადებელ კურსებს:
- 1 საათის ღირებულება - 7 ზლოტი (7*60 = 420 პოლონური ზლოტი);
- საგამოცდო სერტიფიკატის ღირებულება - 370 პოლ. ზლოტი;
- ცხოვრება - კამპუსში, სტუდენტთა საცხოვრებელში - 180 ზლოტი (2 კვირის განმავლობაში).
პროექტის კოორდინატორია პოლონურ-ქართული საგანმანათლებლო-კვლევითი კონსორციუმი.
პოლონეთის მხრიდან:
- „უმაღლეს სასწავლებლების კვლევებისა და განვითარების ინსტიტუტი“, ელ.ფოსტა:
agarz@wp.pl
საქართველოდან:
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ვენჩურული ბიზნესის ცენტრი“, ელ.ფოსტა:
venture.business@gtu.ge
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ინოვაციური მენეჯმენტის ცენტრი“, ელ.ფოსტა:
innova@tsu.ge
სიახლეებში დაბრუნება