05-06-2017
18 – 24 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ქვარცხავამ წაიკითხა სალექციო კურსი სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლებისთვის პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (პოლონეთი), სწავლების მიზნით Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (PULS).
სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის
ლექციების თემატიკა ეხებოდა სატყეო მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, საქართველოში სატყეო მეურნეობის ინსტიტუციონალურ მართვას; ბუნებრივი (სატყეო) რესურსების რაციონალურ გამოყენებას; იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ამჟამად საქართველოში.
მობილობის ფარგლებში, ასევე, შედგა შეხვედრები პოლონური უნივერსიტეტის ERASMUS+ პროექტების კოორდინატორ, ქალბატონ ჯოანა პიეტრჟაკთან (Joanna Pietrzak) (საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური). სამუშაო შეხვედრებზე განხილული იყო სტუ-ს და პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე და მომავალი პროექტების განხორციელების საკითხები, ასევე, საშემოდგომოდ დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო დეტალები.
სიახლეებში დაბრუნება