05-06-2017
7 ივნისს, 16:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს 68 დარგობრივი სექცია.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სტუ-ს და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის სტუდენტები.
სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას უწევს სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
კონფერენციის მუშაობა 2017 წლის 1 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
სიახლეებში დაბრუნება