საერთაშორისო კონფერენცია „სტრატეგიული ინიციატივა, ერთი სარტყელი, ერთი გზა - ცენტრალური აზია და კავკასია“
25-05-2017
29 მაისს, 11:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (შეხვედრების ოთახი, ადმინისტრაციული კორპუსი) ტარდება საერთაშორისო კონფერენცია „სტრატეგიული ინიციატივა, ერთი სარტყელი, ერთი გზა - ცენტრალური აზია და კავკასია“.
კონფერენციის ორგანიზატორებია სტუ-ს „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების“ ცენტრი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება.