09-05-2017

2-6 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდა ბატონი ოიარს ბალინში (Ojārs Bāliņš) ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (ვალმიერა, ლატვია).
ლატვიელი პედაგოგი სტუ-ში იმყოფებოდა ტრენინგის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროექტით, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებებათა უნივერსიტეტი.

ტრენინგის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში ლატვიელი ინჟინერ-პროგრამისტი ახლოს გაეცნო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მასში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებს. ამ მიზნით გაიმართა შეხვედრები სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკისა და ეკონომიკური ინფორმატიკის (ინფორმაციული სისტემების) დეპარტამანტების ხელმძღვანელებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.
ბატონმა ბალინშმა დაათვალიერა საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი და მისი პოპულარული ლაბორატორიები, გაეცნო ფიზიკოსი სტუდენტების აქტივობებსა და მათ მიღწევებს.

ლატვიელმა სტუმარმა ეკონომიკური ინფორმატიკის (ინფორმაციული სისტემების) დეპარტამენტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საინტერესოდ წარმოუდგინა ლატვია და ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გაუზიარა თავისი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სასწავლო პროგრამების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მობილობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში. ინსტიტუციონალურ კოორდინატორთან სამუშაო შეხვედრებში განხილული იქნა მიმდინარე მობილობის პროექტის დეტალები და წინადადებები ახალი გაცვლითი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში. აგრეთვე საინფორმაციო ტექნლოგიების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.
სიახლეებში დაბრუნება