08-05-2017
საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორებისაგან, ასოცირებული პროფესორებისაგან, ემერიტუსებისა და აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლებისა და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლებისაგან.
საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იქნენ შესაბამისი დარგის/სპეციალობის დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები საქართველოდან და უცხოეთიდან. საბჭოს წევრობის კანდიდატებმა თანხმობა საბჭოს წევრობაზე წერილობით უნდა დაადასტურონ.
საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები შეირჩევიან სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად. მათ კანდიდატურებს წარმოადგენს ფაკულტეტის საბჭო, აკადემიური საბჭოს რომელიმე წევრი. გარდა ამისა, საბჭოს წევრობის მსურველმა შეიძლება პირადად დაასახელოს თავისი კანდიდატურა.
სიახლეებში დაბრუნება