კონფერენციის მუშაობას ხელმძღვანელობენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და იუნესკოს კათედრის “ინფორმაციული საზოგადოების” გამგე გოჩა ჩოგოვაძე. საპატიო სტუმრები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფრიდონ თოდუა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და თსუ-ის ყოფილი რექტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
კონფერენცია გახსნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.
პლენარულ სხდომაზე გოჩა ჩოგოვაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე “როდესაც წარსულს ვიხსენებ და მომავალზე ვფიქრობ”.
კონფერენციაზე იმუშავებს ორი სექცია და ხუთი ქვესექცია: სექცია I – “მართვის ავტომატიზებული სისტემები”; ქვესექციები - პრაქტიკული და გამოყენებითი ინფორმატიკა; თეორიული ინფორმატიკა; ტექნიკური ინფორმატიკა; სექცია I I – “ინფორმაციული საზოგადოება”; ქვესექციები - ელექტრონული უსაფრთხო სისტემები; ინფორმატიკის დიდაქტიკა.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: თეორიული ინფორმატიკა: მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება; პრაქტიკული ინფორმატიკა: მონაცემთა მენეჯმენტი და პროგრამული ტექნოლოგიები; ტექნიკური ინფორმატიკა: კომპიუტერული ინჟინერია და საინფორმაციო კომუნიკაციური ტექნოლოგიები; გამოყენებითი ინფორმატიკა: ორგანიზაციული მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემები; ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემები; ინფორმატიკის დიდაქტიკა; საინფორმაციო საზოგადოება: საინფორმაციო საზოგადოება - უპირატესობები და რისკები; საინფორმაციო და ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მიდგომა - პრაქტიკული გზები, მექანიზმები და სამართლიანი ასპექტები; საინფორმაციო კომუნიკაციური ტექნოლოგიები და დასაქმება; ქსელური ტექნოლოგიები (სოციალური ქსელები) და მათი გავლენა ქართული საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე; “ელექტრონული მთავრობა” ან „ელექტრონული დემოკრატია“: საწინდრები და მათი დანერგვის პირობები.
ქართველ მეცნიერებთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერები: აშშ-იდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, აზრბაიჯანიდან, უკრაინიდან, კამბოჯადან, თურქეთიდან, ავსტრიიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, სერბეთიდან და მაკედონიიდან.
კონფერენციის რეკომენდაციით შერჩეულ მოხსენებათა მასალები გამოიცემა საერთაშორისო შრომების კრებულში ”მართვის ავტომატიზებული სისტემები” - ISSN 1512-3979, №1(10), 2011.
საერთაშორისო კონფერენცია 22 მაისს დასრულდება.