მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

"ამერიკის დღეები 2017"- მეგობრობის ფორუმი

"ამერიკის დღეები 2017"- მეგობრობის ფორუმი

20-04-2017 23 აპრილს, 11:00 სთ., "ამერიკის დღეები 2017"-ის ფარგლებში, „მეგობრობის ფორუმი“ გაიმართება. „მეგობრობის ფორუმის“ ორგანიზატორია აშშ-ის საელჩო. ღონისძიება გაიმართება სასტუმრო „რუმსში“ (მ. კოსტავას ქ.#14), 11:00-დან 18:00 საათამდე.

„მეგობრობის ფორუმზე“ აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილება, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) და ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად იქნება წარმოდგენილი. 

„მეგობრობის ფორუმის“ ფარგლებში, აშშ-ის საელჩო საგრანტო პროგრამების, ამერიკაში სწავლის შესალებლობების, საგანმანათლებლო პროექტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ პრეზენტაციას გამართავს. საინფორმაციო გამოფენის პარალელურად, სემინარები გაიმართება სხვადასხვა თემებზე, მათ შორის, ამერიკის საგანმანათლებლო სისტემაზე. სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გზები არსებობს ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად, როგორ მოიძიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი, შეავსონ განაცხადი და მოიპოვონ დაფინანსება. 

აღსანიშნავია, რომ „მეგობრობის ფორუმი“ ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11