12-03-2017
2017 წლის 13 – 26 აგვისტოს მოსკოვის საქალაქო უნივერსიტეტი (რუსეთის ფედერაცია) ატარებს საზაფხულო სკოლას „მეგაქალაქი მოსკოვი: ურბანული გამოწვევები წარსულსა და აწმყოში“.
საზაფხულო სკოლა 5 მოდულისგან შედგება:
- ქალაქის ეკონომიკა და ბიზნეს საწარმოები
-
ქალაქის ფილოსოფია და კულტურა
-
ხელოვნება, კულტურა და სუბკულტურა
-
თანამედროვე რუსული ენა
-
არქიტექტურა და ურბანული განვითარება
აღნიშნული პროგრამა მოიცავს 48 აკადემიურ სალექციო საათს, ე.წ. პრაქტიკულ ნეტვორკინგს, ენის გაკვეთილების 40 საათს და არჩეული მოდულების რაოდენობის მიხედვით, სტუდენტებს შეუძლიათ 6-8 ECTS კრედიტის მიღება.
საზაფხულო სკოლის სამუშაო ენებია ინგლისური და რუსული.
საზაფხულო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
ვებგვერდი.
ელ.ფოსტა:
inter@mgpu.ru
სიახლეებში დაბრუნება