16-02-2017
ავსტრიის პარტნიორობის პროგრამა უმაღლესი განათლებისა და კვლევებისთვის - APPEAR (“Austrian Partnership Programme in Higher Education and Research for Development – APPEAR”) აცხადებს რიგით მეშვიდე კონკურსს.
ეს არის ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის - Austrian Development Cooperation (ADC) - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლებისა და კვლევების ხელშეწყობას აკადემიური ინსტიტუციების დონეზე, ADC-ს სამხრეთის პრიორიტეტული ქვეყნებისა და ძირითადი რეგიონებისთვის და სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სამ პრიორიტეტულ ქვეყანაში.
პროგრამა ითვალისწინებს ავსტრიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აკადემიური პარტნიორობის საშუალებით ინსტიტუციონალური უნარების გაძლიერებას უმაღლეს განათლებაში, კვლევებსა და მენეჯმენტში და ასევე, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიებს მდგრადი და ეფექტური განვითარებისთვის.
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტებია:
- აკადემიური პარტნიორობა
-
მოწინავე აკადემიურ პარტნიორობა
კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 31.05.2017.
პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
ვებგვერდი.
საკონტაქტო პირი:
მიქაელა ჰანდკე (Michaela Handke), პროექტის მენეჯერი
ელ.ფოსტა:
michaela.handke@wus-austria.org
appear@oead.at
სიახლეებში დაბრუნება