სტუ-ს კურსდამთავრებულის წარმატება მანჩესტერის უნივერსიტეტში
16-02-2017საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული თეონა ელიზარაშვილი დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის უნივერსიტეტის (University of Manchester) მაგისტრატურის სტუდენტი გახდა.
აღსანიშნავია, რომ თეონა ელიზარაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2016 წელს დაამთავრა, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით. ტექნიკურ უნიუვერსიტეტში სწავლისას ის იყო SOCAR-ის (სოკარ ენერჯი ჯორჯია) და სახელმწიფო სტიპენდიანტი და ამჟამად საქართველოს სახელმწიფი ელექტროსისტემაში მუშაობს.
დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტში მისი მომავალი სპეციალობა ელექტროენერეგტიკული სისტემების ინჟინერია იქნება.