25 მარტს, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
საკონსულტაციო სემინარის მიზანი იყო ფუნდამენტური და გამოყენებითი სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მეცნიერ-თანამშრომლებისათვის.