გადაცემა სტუ-ს „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის“ საქმიანობის შესახებ
10-02-20177 თებერვალს ტელევიზია რუსთავი 2-მა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის“ საქმიანობა გააშუქა.
მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია ფუნქციონირებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრის - „ერთად“ ბაზაზე.
აკადემიაში მოსწავლეები ეცნობიან თანამედროვე მეცნიერულ და ტექნოლოგიურ მიღწევებს, ამასთანავე, მონაწილეობას ღებულობენ პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტაში.
აკადემიაში ამჟამადაც გრძელდება მოსწავლეების მიღება.