მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საზაფხულო სკოლების პროგრამები რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში

საზაფხულო სკოლების პროგრამები რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში

10-02-2017 რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი (ლატვია) აცხადებს საზაფხულო სკოლების პროგრამას 2017 წლის აგვისტოს თვისათვის.

საზაფხულო სკოლების პროგრამებში ლექციების კურსთან ერთად გათვალისწინებულია პრაქტიკული მეცადინეობები ჯგუფებში, პრაქტიკული სემინარები, დისკუსიები, ასევე, ექსკურსიები და სხვა კულტურული ღონისძიებები.

1. საზაფხულო სკოლა „არაწრფივი ცხოვრება“

 პერიოდი: 20 – 31 აგვისტო, 2017.

მონაწილეობის გადასახადია 700 ევრო.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 05.05.17.

მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს მათემატიკის, სამედიცინო ფიზიკის, მექანიკის, სამედიცინო ინჟინერიის მიმართულებებით.

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ ვებგვერდზე.

2. საზაფხულო სკოლა „ხის ნაკეთობები და ხელოვნების საზაფხულო სკოლა“

პერიოდი: 14 – 25 აგვისტო, 2017.

მონაწილეობის გადასახადია 700 ევრო.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 05.05.17.

საზაფხულო სკოლის პროგრამის თემატიკა მოიცავს ხის დამუშავებასა და დიზაინთან დაკავშირებულ საკითხებს.

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ ვებგვერდზე.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11