მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მუზეუმი

23-03-2011
"მინერალოგიის და პეტროგრაფიის" სასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორია–მუზეუმი გარემონტდა და განახლდა
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტთან (დეპარტამენტის უფროსი ნ. ფოფორაძე) არსებული ,,მინერალოგიისა და პეტროგრაფიის’’ მუზეუმი გარემონტდა და განახლდა.
"მინერალოგიისა და პეტროგრაფიის" მუზეუმში თავმოყრილია მინერალების და ქანების კოლექციები მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი საბადოდან და რეგიონიდან. აქვეა მინერალთა სისტემური, გეიქიმიური, გენეტური და  ცალკეული ლითონის მთავარი მინერალების კოლექციები, ფართოდაა წარმოდგენილი მინერალთა კრისტალური სტრუქტურები.
მუზეუმი  დაარსებულია 1940 წელს  თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის შენობაში სადაც იგი განთავსებული იყო ერთ ოთახში, რომელშიც მინერალთა  კოლექციები გამოფენილი იყო მცირე ზომის რვა ვიტრინაში.
1952 წლიდან როდესაც დამთავრდა სამთო–გეოლოგიური კორპუსი და მუზეუმმა დაიკავა ის ფართი რა ფართიც ამჟამად აქვს დაკავებული იწყება მუზეუმის გაფართოება და შევსება მინერალთა და ქანთამრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ახალი ნიმუშებით. 
მუზეუმის ჩამოყალიბებაში და მის შევსებაში დიდი წვლილი მიუძღვით თინა ავალიანს, გიორგი ხარაშვილს, გიორგი ზარიძეს, ირინე ფარადაშვილს და სხვა მრავალ ყოფილ ამჟამინდელ თანამშრომელს.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11