18-03-2011
ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის
ქალაქ თბილისის მერია, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის “მცირე პროზა”.
კონკურსის პირობები:
- ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველლა, ესსე, ჩანახატი( არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება).
- 1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით. თითოეული არა უმეტესს 8 ნაბეჭდი გვერდისა ელექტრონული ვერსიით.
კონკურსის ჩატარების თარიღი - 2011 წლის 25 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით.
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით და სამახსოვრო საჩუქრით.
მისამართი: ჩახრუხაძის ქ.№17
ტელ: 990699, 893148125
სიახლეებში დაბრუნება