თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2011/2012 სასწავლო წლისთვის
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2011-2012 სასწავლო წლისთვის გამოყო 40 სტიპენდია თურქული ენის კურსების, 8 სტიპენდია მაძიებლის, ხოლო 1 სტიპენდია სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე.
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს სწავლას, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს და სამედიცინო დაზღვევას. მგზავრობის ხარჯს ფარავს სტიპენდიანტი.
საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2011 წლის 30 მარტამდე.
საკონტაქტო პირი:
თამარ მერაბიშვილი
უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველო