მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კონფერენცია

კონფერენცია

11-03-2011
კონფერენცია
ენერგეტიკის საგანმანათლებლო და სატრეინიგო პროგრამები საქართველოში”
 
2011 წლის 10 მარტს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული “ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის” ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია “ენერგეტიკის საგანმანათლებლო და სატრეინინგო პროგრამები საქართველოში”.  კონფერენციაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: 1. საქართველოს ენერგოსექტორში დასაქმების პერსპექტივები; 2. ენერგეტიკის დარგში მომუშავე პროფესორ-მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარება საუნივერსიტეტო და სეტრეინინგო პროგრამების  შემუშავებისას. 3. რეკომენდაციები სამომავლო სამაგისტრო და ტრეინინგ პროგრამების შემუშავებისას.
კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის; აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური საერთაშორისო სკოლის პროფესორები და სტუდენტები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: USAID; ენერგეტიკის სამინისტროს; ს.ს. თელასის; სახელმწიფო ენერგოსისტემის; ესკო-ს; საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის; მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი მუშაკები
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გია არაბიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფაკულტეტის სამაგისტრო და სატრეინიგო პროგრამები, ისაუბრა დასაქმების პრობლემებზე და ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელებულ “Smart Grid” პროგრამებზე. წარმოდგენილი იქნა ენერგომომარაგების მონიტორინგის კომპიუტერული სისტემის ლოკალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრომომარაგების ქსელის შემავალ და გამავალ წერტილებში ელექტრული პარამეტრების გაზომვას, ეკრანზე ასახვას და შენახვას რეალურ დროში. მონიტორინგის სიტემამ სერიოზული დაიტერესება გამოიწვია.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11