24-02-2011
1 მარტს 13 სთ-ზე იგეგმება ECDL (European Computer Driving Licence Foundation) რეგიონალური მენეჯერის, პიოტრ მროზინსკის, ვიზიტი ტექნიკურ უნივერსიტეტში (შეხვედრა გაიმართება შეხვედრების ოთახში).
ECDL არის კომპიუტერით სარგებლობის საერთაშორისო „მართვის მოწმობა“ – კომპიუტერის მომხმარებელთა ცოდნის დონის შეფასების და სერტიფიცირების ერთიანი ევროპული სისტემა.
“ECDL ფონდი” წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ჩამოყალიბდა კომპიუტერული ცოდნის ევროპული მოწმობის (ECDL), კომპიუტერული ცოდნის საერთაშორისო მოწმობის (ICDL) და მათთან დაკავშირებული სერტიფიცირების პროგრამების მსოფლიოში დანერგვისა და ლიცენზირების მიზნით.
ECDL ტესტირებისა და სერტიფიცირების ავტორიზებული ცენტრი, საშუალებას მოგვცემს უნივერსიტეტში შემოვიტანოთ და დავამკვიდროთ ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში ცოდნის დონის შეფასების და სერტიფიცირების მსოფლიოში აღიარებული სტანდარტი.
სიახლეებში დაბრუნება