მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სასტიპენდიო პროგრამები

სასტიპენდიო პროგრამები

19-09-2007

სასტიპენდიო პროგრამები

ისრაელსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში მიღწეული შეთანხმების თანახმად ისრაელის მთავრობა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ორი სახის სასტიპენდიო პროგრამას:

  • ენების სწავლების საზაფხულო კურსები;
  • კვლევითი ხასიათის სტიპენდია ერთი აკადემიური წლის ხანგრძლივობით.

      კანდიდატი უნდა ფლობდეს ჰუმანიტარულ (BA) ან საბუნებისმეტყველო (Bშც) მეცნიერებათა ბაკალავრის (ან უფრო მაღალ) ხარისხს და ჰქონდეს ინგლისური ან ებრაული ენების ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა.

      სტიპენდია შეიძლება იყოს ნაწილობრივ ან,იშვიათ შემთხვევაში, სრული. ნაწილობრივი სტიპენდია მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას, სწავლების თანხის გადახდას და ყოველდღიურ ფინანსურ დახმარებას ერთი აკადემიური წლის განმავლობაში (მხოლოდ 8 თვე). სრული სტიპენდია მოიცავს სწავლების თანხის გადახდას, ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას და ჯანმრთელობის სრულ დაზღვევას.

      ისრაელში გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯებს ანაზღაურებს კანდიდატი.

      განაცხადი უნდა ჩაბარდეს არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.


    • სიახლეებში დაბრუნება

      0322 77 11 11