ვარშავის ეკონომიკის სკოლის სტუდენტური კავშირი უცხოელი სტუდენტებისათვის აცხადებს 2 კვირიან საზაფხულო პროგრამას “ვარშავის საზაფხულო უნივერსიტეტი” (2011 წლის 3-17 ივლისი). პროგრამის მონაწილეები დაესწრებიან ლექციებს, თემაზე ცენტრალური ევროპის მენეჯმენტი. ლექციებს ჩაატარებენ ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორები ვარშავაში (პოლონეთი).
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა- 2011 წლის მაისი.