სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია “სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული პრობლემები”
17 დეკემბერს, სტუ-ში ჩატარდა სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია “სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული პრობლემები”.
კონფერენცია გაიმართა USAID-ის ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, მისი ფინანსური მხარდაჭერითა და ინიციატივით. ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტთან არსებული “ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი”-ს და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტ 480-ის მონაწილეობით.
პროექტი განხორციელდა კავშირის “მეცნიერება და ენერგეტიკა”-ს მიერ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მეცნიერებმა თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.