25-11-2016
ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია (AFRD) აცხადებს კონკურსს და იწყებს 2017-2018 წლებისთვის აგრარული, ბიზნეს, ეკონომიკის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტების, 25 წლამდე ახალგაზრდა ფერმერების შერჩევას ანაზღაურებადი სამუშაო-სასწავლო სტაჟირებისათვის ამერიკის შეერთებული შტატებში (მინესოტას უნივრსიტეტი), ჰოლანდიასა (SU სასწავლო ცენტრი) და დანიაში (AGRIL მეურნეობები).
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.
სტაჟირებები აშშ-სა და ევროპაში, პროგრამისა და სამუშაო დროის ხანგრძლივობა:
ამერიკის შეერთებულ შტატებში - 12 დან 18 თვემდე.
6-12 თვე სამუშაო სტაჟირება ფერმერულ მეურნეობაში და ერთი სემესტრი სწავლა მინესოტას უნივერსიტეტში.
ჰოლანდიაში - 3 თვემდე სამუშაო სტაჟირება სოფლის მეურნეობის დარგებში.
დანიაში - ერთწლიანი მაღალაზნაზღაურებადი სამუშაო პროგრამა მეცხოველეობის, ცხოველთა მომშენებლობის, ვეტერინარიის, მეხილეობის დარგებში.
აუცილებელი მოთხოვნა-ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი - TOEF, IELTS.
ძირითადი მიმართულებები:
სოფლის მეურნეობა, სასათბურე მეურნეობა, მებოსტნეობა-მებაღეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მეცხოველეობა, ცხოველთა განაყოფიერება, მომშენებლობა, მეფრინველეობა, მემარცვლეობა, აგრობიზნესი, ეკონომიკა.
სტაჟირება ხორციელდება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორის მიერ თვითდაფინანსებით.
პროგრამის განმავლობაში სტაჟიორი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით, საკვებით, დაზღვევით და ხელფასით, სახელმძღვანელოებით.
ძირითადი მოთხოვნები:
• კონკურსში მონაწილე პირი უნდა იყოს ზემოჩამოთვლილი ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის კურსის სტუდენტი;
• უპირატესობა მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო დარგებში პრაქტიკული გამოცდილების სტუდენტებს და ახალგაზრდა ფერმერებს;
• სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ინგლისური (ან გერმანული -ჰოლანდიაში) ენის ცოდნა, ასევე, მართვის მოწმობის ფლობა;
• უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი მოტივაციის და მყარი ფინანსური პირობების მქონე 26 წლამდე კონკურსანტებს.
პირველ ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტები:
• ავტობიოგრაფია (CV);
• სამოტივაციო წერილი.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 დეკემბერი.
კონკურსში მონაწილეთა შერჩევის მიზნით, შერჩეული კანდიდატებისთვის ჩატარდება გასაუბრება.
სიახლეებში დაბრუნება