9 დეკემბერს სტუ-ს ეწვია ტეხასის საერთაშორისო საგანმნანთლებლო კონსორციუმის პრეზიდენტი, პროფ. რონალდ აქუა (Ronald Aqua). ამერიკელ სტუმართან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსმა პროფ. დავით თავხელიძემ გააკეთა პრეზენტაცია ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ.