ქ. თბილისში, მახათას მთაზე, იწყება ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული ფონდი “ივერიისა” უხელმძღვანელებს ტაძრის მშენებლობას და ამ მიზნით გაღებული შემოწირულობის შეგროვების საქმეს.
სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა საქველმოქმედო პროექტში და ტაძრის მშენებლობის სპეც. ანგარიშზე ჩარიცხოს შემოწირულობა.