07-12-2010
სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს საჯარო აუქციონს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ
1. გამოცხადდეს საჯარო აუქციონი სარემონტო სამუშაოების შესრულების შედეგად სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში გამოთავისუფლებული 25 ტონა გათბობის სისტემის თუჯის რადიატორებისა და დემონტირებული ლითონის მილების პრივატიზების მიზნით.
2. ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს 6250 ლარის ოდენობით (1 ტონა - 250 ლარი).
3. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვროს 1875 ლარის ოდენობით.
4. ბიჯის სიდიდე განისაზღვროს 350 ლარის ოდენობით.
5. ბილეთის ფასი განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით.
6. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის მონაწილის მიერ შემოთავაზებული საპრივატიზებო ქონების მაქსიმალური საფასური.
საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები:
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ან ამ პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
2. აუქციონში მონაწილეობისათვის სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა (თუ აუქციონში მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით);
დ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მოქმედი ამონაწერი (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ე) უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ან ბეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გადაიხადოს სრული თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუციონზე დასახელებულ სახელმწიფო ქონების საბოლოო საფასურს. ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ.
4. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. იმ შემთხვევაში, თუ კომისიამ გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გაუქმდა საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
6. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა:
ა) საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ წარმოადგინა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
7. საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე.
საჯარო აუქციონი ჩატარდება 2010 წლის 13 დეკემბერს, 15 საათზე. მისამართზე: ქ. თბილისი, მ.კოსტავას ქ.#77, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული.
უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა და მონაწილის ბილეთის საფასური შეტანილი უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე:
სს "თიბისი ბანკი", სკ 211349192, ა/ანგარიში 3408001/GEL, ბანკის კოდი 220101830
საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადები მიიღება 2010 წლის 7 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, 10 საათიდან 15 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ.#77, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი #218, სააუქციონო კომისიის რეგისტრატორი ნინო ხოლუაშვილი (ტელ: 36 52 03).
იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
სიახლეებში დაბრუნება