3 დეკემბერს, სტუ-ს გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სტუდენტებს შეხვდა. მან ისაუბრა კავკასიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და მის რისკ-ფაქტორებზე, ასევე განხილული იქნა მათი თავიდან აცილების საშუალებები. ექსპერტმა განიხილა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზები და პერსპექტივები.
შეხვედრა დიალოგურ რეჟიმში წარიმართა. არეშიძემ უპასუხა სტუდენტებისთვის საინტერესო შეკითხვებს.