ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის აგრძელებსსტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“.
პროგრამის ფარგლებში თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების III და IV კურსის (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის - III, IV და V კურსის) სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ სამთვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა.
დარეგისტრირებული სტუდენტები განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით გადანაწილდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.