მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ტარტუს უნივერსიტეტის დელეგაცია სტუ-ში

ტარტუს უნივერსიტეტის დელეგაცია სტუ-ში

04-11-2016
4 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესწვია ტარტუს უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორის, პროფ. ვოილი კალმის ხელმძღვანელობით.

ტარტუს უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი დაკავშირებულია მიმდინარე ესტონეთის დღეებთან საქართველოში.

საგულისხმოა, რომ სტუ-სა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას საფუძველი ჩაუყარეს ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორებმა მატი რაუდუარვუმ და ოლგა ბოგდანოვამ, რომლებიც 2014 წ. სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის უსასყიდლოდ ატარებდნენ ლექციებს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებსა და სამუშაო შეხვედრებს, რომლის მიზანიც ეკონომიკური პოლიტიკის თეორიის საფუძვლების განხილვა იყო, ასევე, განიხილებოდა ესტონეთის რესპუბლიკისა და ევროკავშირის მაგალითზე შესაბამისი პრაქტიკული ამოცანები და სიტუაციები. თემატური კვლევები და შედარებები წარმოდგენილი იყო ესტონეთისა და იმ ქვეყნების შედარების შედეგად, სადაც საბაზრო ეკონომიკა ძლიერად იყო განვითარებული. კურსების მონაწილეებს მომზადებული ჰქონდათ წერით სამუშაოები, ისინი გამოდიოდნენ პრეზენტაციებით, მონაწილეობას ღებულობდნენ დისკუსიებში და ამ ნაშრომების განხილვაზე, ამის შემდეგ მათ გადაეცათ სერტიფიკატები (ЕС).

პროგრამის ფარგლებში პროფ. მატი რაუდარვუმ ასევე, ჩაატარა ტრენინგები, მასტერკლასები და სამუშაო შეხვედრები სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისთვის .

აღსანიშნავია, რომ ესტონეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა პრიიტ ტურკმა მიიღო მონაწილეობა ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაში.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11