მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

„ჰორიზონტი 2020” საინფორმაციო დღე მიგრაციის თემატიკაზე

„ჰორიზონტი 2020” საინფორმაციო დღე მიგრაციის თემატიკაზე

01-11-2016
11 ნოემბერს, 11:00 სთ, საქართველოს  განათლების და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროში (დიმიტრი უზნაძის 52, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, III სართული, ბიბლიოთეკა) გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020” საინფორმაციო დღე მიგრაციის თემატიკაზე.

შეხვედრა მიზნად ისახავს მიგრაციის კვლევებზე მომუშავე დაინტერესებული პირების ინფორმირებას ჰორიზონტი 2020-ის პროგრამასთან დაკავშირებით. 2017 წლის სამუშაო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ 50 კონკურსს შორის, არსებული გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, მიგრაციის კვლევები პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ  (გააგზავნონ სახელი, გვარი, ორგანიზაცია, საქმიანობის პროფილი/სფერო, საკონტაქტო ინფორმაცია) შემდეგ მისამართზე: h2020georgia@gmail.com.  ელ-ფოსტის სათაურში (subject ველი) უნდა მიეთითოს "ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე - მიგრაცია“.

ვინაიდან ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ პირებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 ნოემბერი, 2016 წ.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11