Erasmus+ ახალი საგრანტო კონკურსი - სპეციალური თემატური ტრენინგები
30-10-2016
Erasmus+ ახალი საგრანტო კონკურსის პირობების გაცნობის მიზნით, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიმართება სპეციალური თემატური ტრენინგები:
ტრენინგი ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების შესახებ
ტრენინგი მობილობისა და ერთობლივი სამაგისტრო პროექტების შესახებ
ტრენინგი ჟან მონეს პროექტების შესახებ
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია აღნიშნული საინფორმაციო ღონისძიებების ჩატარების განრიგის შესახებ შეუძლიათ იხილონ Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ვებგვერდზე.