მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ცენტრი "ერთად" - სასწავლო ლექცია-სემინარები html, css, js, php, mysql

ცენტრი "ერთად" - სასწავლო ლექცია-სემინარები html, css, js, php, mysql

21-10-2016
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი "ერთად" მომავალი პროგრამისტებისათვის იწყებს ლექცია-სემინარებს html, css, js, php, mysql. 

სასწავლო კურსს წარუძღვება „ტექინკუბატორში” ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ავტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ირაკლი შალამბერიძე.

სასწავლო ჯგუფში ჩარიცხვა გასაუბრების შედეგად მოხდება და კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი დოკუმენტი. მეცადინეობები კვირაში ორჯერ ჩატარდება.

წარჩინებული მსმენელები ჩართულნი იქნებიან პროექტებში და მიიღებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას.

დამატებითი ინფორმაციისათვის:

ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი-"ერთად"
მისამართი: სტუ-ს VI კორპუსი, ოთახი 510ა
ტელ. 236-41-28.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11