19-10-2016
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სტუდენტური სერვისცენტრი“ და “ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი – ერთად” ორგანიზებას უკეთებს სასწავლო - მოსამზადებელ კურსებს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის.
მეცადინეობები ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდების პროგრამით (ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში, წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში).
სწავლა დაიწყება ა.წ. 14 ნოემბერს და გაგრძელდება პირველ ივლისამდე. მეცადინეობები ჩატარდება სტუ-ს VI კორპუსში, „სტუდენტურ სერვისცენტრში“, ოთახი 511ა.
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის სწავლის საფასური შეღავათიანია და შეადგენს თვეში 10 ლარს. თანხა ირიცხება „სტუდენტური სერვის ცენტრის“ ანგარიშზე.
მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე:
„სტუდენტური სერვისცენტრი“; „ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ცენტრი - ერთად“
სტუ-ის VI სასწავლო კორპუსი, ოთახი 511ა,515ა, 510ა.
ტელ. 236-41-28, 64-47.
სიახლეებში დაბრუნება