შვეიცარიის დღეები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების არქიტექტურული პროექტების გამოფენით გაიხსნა შვეიცარიის საუნივერსიტეტო ქალაქ მენდრიზიოს არქიტექტურის აკადემიაში ქართველ სტუდენტთა ორთვიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა პროექტები , რომლის მიხედვით თბილისში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის საცხოვრებელი სახლები აშენდება . 4 ოქტომბერს სტუ - ს გალერეა “ უნივერსში ” ოფიციალურად გაიხსნა საერთაშორისო სემინარი სოციალური მშენებლობის თემაზე WISH2007, სადაც წარმოდგენილია თბილისის 10 საცხოვრებელი პროექტის გამოფენა . გამოფენა 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება . სემინარზე შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის და იუნესკოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკო კამერონმა წაიკითხა ლექცია თემაზე “ რეალობიდან ოცნებამდე ”. აღნიშნულ პროექტს ანხორციელებს მენდრიზიოს არქიტექტურის აკადემია სტუ - ს ურბანული დაგეგმვისა და დიზაინის ფაკულტეტთან თანამშრომლობით ; SDC ( შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო ); UNECE ( გაერთიანებული ერების ეკონომიკის კომისია ევროპისათვის ). გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ : შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის და იუნესკოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი მ . კამერონი ; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ; ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი თამნამდებობის პირები ; ტექნიკური უნივერსიტეტის , სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები . |