18-11-2010
კრეატიული პროექტი სტუდენტებისთვის
Red Bull Cloud Hunter -ი არის კრეატიული პროექტი სტუდენტებისთვის საუკეთესო გამომგონებელის გამოსავლენად. მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა დაინტერესებულ სტუდენტს. ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრებიან თსუ-სა და სტუ-ს სტუდენტები.
მონაწილეობის მსურველებმა ადგილზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
ადგილები შეზღუდულია.
Red Bull Cloud Hunter-ი ჩატარდება სამ ეტაპად. ნახევარ ფინალები ჩატარდება:
24 ნოემბერს 12:00 წუთზე - თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე
25 ნოემბერს 12:00 წუთზე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე
ფინალი გაიმართება 30 ნოემბერს, 12:00 სთ, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ.
თამაშის წესები მარტივია:
• მონაწილეებს მიეცემათ 40 წუთი იმისთვის რომ ადგილზე შექმნან რაკეტის ტიპის საფრენი აპარატი.
• ყველა საჭირო ნივთით სტუდენტებს უზრუნველყოფს კომპანია Red Bull -ი
• გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს ჟიური და ისინი დასაჩუქრდებიან პრიზებით
• სტუდენტების შემოქმედება შეფასდება ორი კრიტეიუმით: რაკეტის შორ დისტანციაზე ფრენა და მისი ვიზუალური მხარე
• რაკეტის გაფრენაში სტუდენტებს დაეხმარებიან გამოცდილი კონსტრუქტორები
სიახლეებში დაბრუნება