მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესები

იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესები

12-11-2010
იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესები  
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართლის კლინიკის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სამართლებრივი განათლების საერთაშორისო ცენტრის (CILS), ლონდონის სამეფო კოლეჯის, გერმანიის საარბიტრაჟო ინსტიტუტის (CIS), სუფფოლკის უნივერსიტეტის (აშშ) და პეპერდინის სამართლის სკოლის (აშშ) მიერ ორგანიზებულ ინგლისურენოვან პროექტში - უცხოური ინვესტიციების იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესები. პროცესები 22-24 ოქტომბერს აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, პეპერდინის უნივერსიტეტში გაიმართა.
სტუ-ს გუნდი წარმოდგნილი იყო შემდეგი შემადგენლობით: კობა ჩიხლაძე, გიორგი მთიულიშვილი, ქეთევან ცინცაძე, დავით ჩიტაიშვილი, ვანო ზარდიაშვილი და გვანცა მეუნარგია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი საინვესტიციო სამართლის პრობლემატურ საკითხებს და ღირსეულად წარმოაჩინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელი. სტუ-ს გუნდი მოხვდა საუკეთესო მონაწილეთა შორის. გუნდის ერთ-ერთი წევრი დავით ჩიტაიშვილი დასახელდა პროექტის საუკეთესო ორატორად.
კონკურსში მონაწილეობდა მსოფლიოს 35 წამყვანი უნივერსიტეტი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურმა ფაკულტეტმა დააფინანსა.
 
 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11