10-11-2010

პროექტი IT Startup Days
10 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ქაშიბაძესა და მის მოადგილეს ჯემალ ვაშაკიძეს შეხვდა.
ქაშიბაძემ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი პროგრამა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს. პროგრამა ეხება კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემოს შექმნას. მისი მიზანია ინოვაციების ხელშეწყობა.
საწყის ფაზაში დაგეგმილია საინკუბაციო პროექტების გამოსავლენი და ამ მიმართულებით აქტივობების გაზრდისაკენ მიმართული პერიოდული ღონისძიებები - IT Startup Days.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი ორგანიზებას გაუწევს ბიზნეს სკოლებისა და ფაკულეტების სტუდენტების, კოპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლებისა და ფაკულტეტების სტუდენტების, ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების ერთმანეთთან დაკავშირებას.
სიახლეებში დაბრუნება