საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა “უნივერსში” შეხვედრების სალონ “უნივერსის” პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა “უნივერსში” შეხვედრების სალონ “უნივერსის” პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია სტუ-ს სპორტისა და კულტურის ცენტრის მიერ იქნა ორგანიზებული. შეხვედრების სალონი “უნივერსი” აქტიურად იქნება ჩართული უნივერსიტეტის კულტურულ ცხოვრებაში და ამავდროულად, პოპულარიზაციას გაუწევს დამწყებ ხელოვანთა შემოქმედებით საქმიანობას. სალონი სტუდენტებთან შესახვედრად ყოველკვირეულად უმასპინძლებს კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებს. სალონის შემდგომი საქმიანობა სტუ-ს სპორტისა და კულტურის ცენტრის ეგიდით განხორციელდება. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურისა და ხელოვნების ცნობილი სახეები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; საქართველოს საპატრიარქოს და მასმედიის წარმომადგენლები, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და ხელმძღვანელი პირები. |