10-11-2010
შეხვედრა ფეხბურთელ არჩილ არველაძესთან
სტუ-ში გრძელდება შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.
9 ნოემბერს, სტუ-ს შეხვედრების ოთახში, სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ფეხბურთელ არჩილ არველაძესთან.
სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, არჩილ არველაძე დაესწრო სტუ-ს თასის ფინალურ მატჩს მინი ფეხბურთში, რომელიც გაიმართა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გუნდებს შორის.
ფინალური მატჩი დასრულდა ანგარიშით 3:1, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გუნდის სასარგებლოდ.
სიახლეებში დაბრუნება