22 – 25 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა VI სართაშორისო კონფერენცია "წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის თანამდეროვე პრობლემები“.
კონფერენცია სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ინციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ ცნობილი მეცნიერები მსოფლიოს 8 ქვეყნიდან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ბელორუსია, ლიტვა, პოლონეთი და იტალია).
კონფერენციაზე განხილული იქნა საინჟინრო-ეკოლოგიის, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, მშენებლობისა და არქიტექტურის პრობლემატური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც დაიცავს ბუნებრივ ლანდშაფტებს და ასევე, შეამცირებს მოსახლეობაზე ბუნების სტიქიური მოვლენების ზემოქმედების რისკს.